დევნილები, ჩვენ
ზამთარზე არა, შენზე ვფიქრობდი -
როგორ გძინავს სამოთხეში, მზით გამლღვალ ბაღში
როცა ყინვისგან გათოშილი, უღელტეხილზე,
შიმშილისგან ღონემიხდილს
წითელი ძაღლი მეწეოდა და ცხადს გავურბოდი
გულის შეკუმშვით?!
ცხადი მომდევდა, კუდში მდევდა,
ძაღლის კუდი არ მთელდებოდა
ცეცხლი მხოლოდ მეზმანებოდა, პური
თითებში მეშფხვნებოდა, და ფრინველები
გუნდად მოგვდევდნენ,
ჯერ არ მსმენოდა დევნილია, დევნილები
ჩამოეთრივნენ.
გაზაფხულზე როცა ვფიქრობ, როცა თბილად
ბუხარს უზის ჩემი პატარა გოგო და ცდილობს,
სარკმლის მიღმა
ზამთრის ბეღურებს მიუყაროს ხელებით სითბო,
„მამაო ჩვენოს" ასე ლოცულობს -
„მამაო ჩვენოს" ასე ლოცულობს -
შენზე ვფიქრობ,
მარტოობისგან,
ანაც სულაც უკვდავებისგან გათეთრებული,
ანაც სულაც უკვდავებისგან გათეთრებული,
ადამიანად ყოფნის ჟამზე,
იქნებ ფიქრობდე,
იქნებ ფიქრობდე,
იქნებ გახსოვდეს, მე რომ ზამთრის უღელტეხილზე,
ლიპ-ყინულებზე ლანჩამძვრალი ფეხსაცმელი მიცურდებოდა,
ხელში როგორ ფრთხილად აგყავდი,
მე კი ვფიქრობდი,
დაღლილობისგან ძილში ფეხით
ტყე-ტყე მივლია.
Comments
Post a Comment