სტვირი. გადაფარვის ზონა
აჭრელებულ სერთუკით სერზე კაცი გადმოდგა,მრავალფერი ნაჭრების ნაკუწებით შეკერილ სერთუკიდან უეცრად ფლეიტა გამოუჩნდა. დააკვნესა. და კვნესამ გამოყარა ქალაქისყველა დიდი ვირთაგვა, თაგუნიაც, თაგვებმაცსოროს ვეღარ დაუდეს ვერც გული და ვერც სული,ჯადოსნური ფლეიტის გაყვნენ ხმას.ჭრელმა კაცმა ვირთხები მდინარისკენ გარეკა,მდინარეში გარეკა, ქალაქიდან გარეკა.ჰამელნელში ვირთხისჭერიას არ მისცეს ოქრო.არც მედალი, არც ძეგლი დადგეს მოედანზე,არც შადრევანი.ნაკუწებისგან შეკერილი სერთუკის ბოლოსგამოება ვირთხიჭერია. გაუჩინარდა.ეს არაფერი, ივანობისას,წითელი ქუდით, ქალაქის ხიდზე,მზის ჩასვლისას დგას მონადირე.სტვირს ჩაჰბერა და სტვირის ხმაზექვის სახლებიდან გოგო-ბიჭები გამოეფინენ.ხახვის ფურცლების ფერის თმითა,ლილიისფერი თვალებით.ქერის ღერების ფერი თმითა, ტბის ფერის თვალებით.მონადირის სტვირის ხმაზე,ბავშვებმა მთისკენ ფერხული იწყეს,გაიხსნა წითელი კლდე.გაუჩინარდნენ.ქალაქში ქალი ბავშვიან ხელით.მოთქვამს.დედები შვილებს დაეძებენ მდინარის ფსკერზე.მიწამ უყო პირი თუ ზეცამ,არც ერთი არ სჩანს.მხოლოდ. ცისკრობას, ორი ბიჭი მობრუნდა უკან,ერთი ბრმა და მეორეც მუნჯი.ხვრელისკენ, სადაც მონადირემ, წითელი ქუდით,გაირეკა ბავშვები სტვირით,ხელის გაშვერით ახედებენ დიდებს.მდუმარე ქუჩას,უხმაუროს ნაბიჯის ჩქამიც არ შეაკრთობს,ამ გზით ბავშვები მთაში შევიდნენ.ჰამელნეში ახლა ჯვრის ფორმის ლოდებია,დედების დარდი. გამოიგონეს:ბავშვები ისევ სამზეოში გამოვიდნენ,ოღონდ სხვა მხარეს.ისინი ასე თამაშობენ დამალობას,ისინი ასე მღერიან ღამით:- ჭიამაია, დედა, დედა მაპოვნინე,ჭიამარია.მე შენ დედას გაპოვნინებ, ჭიამაია.
რატუშის კარზე ასეთი წარწერაა:
ქრისტეს შემდეგ 1284 წელს ჰამელნიდან მესტვირემ წაიყვანა იქვე შობილი 130 ბავშვი და კოპენბერგში უგზო-უკვლოდ დაკარგა. x
რატუშის კარზე ასეთი წარწერაა:
ქრისტეს შემდეგ 1284 წელს ჰამელნიდან მესტვირემ წაიყვანა იქვე შობილი 130 ბავშვი და კოპენბერგში უგზო-უკვლოდ დაკარგა. x
Comments
Post a Comment