მცოცავი გრაფიკი


მცოცავი გრაფიკი

ჰაიატე სოტომეს

ქვესადგურის შესასვლელთან წითელი გველის
ელვა ემბლემა -
ფრთხილად, მაღალი ძაბვაა -
ჩემი სიზმრების მთავარი კადრი.
მამაჩემის სამსახურის გადამკიდე,
ბავშვობისას,
როცა გაკვეთილები მთავრდებოდა რაიონის
სკოლაში,
ველოდებოდი სამუშაო დღის დასრულებას,
აბა, რაა წესებს სჭირდებათ დარღვევა და
მეც წითელ ხაზზე გადავდიოდი, -
ქვესადგურის მავთულხლართები
სისინებდნენ,
ოღონდ ხელში ჩავეგდე და...
მაღალი ძაბვა საშიშია სიცოცხლისათვის.
ამას წინათ, მწერალთა სახლში, პოეზიის საღამოს ნაცვლად
აღმოვჩნდი ენერგეტიკოსებთან შეხვედრაზე
ადგილობრივებთან კოდორიდან, პანკისიდან,
გუდამაყრიდან.
საჭიროა ჰიდროელექტროსადგურები,
საჭიროა მძლავრი ჰესები, წყალსაცავები,
ახალი სინათლე, დენის ძაბვა, ექსპორტი, იმპორტი.
კაშხლები დაიფარავენ მდინარეებს თევზით და გველით,
სახლის ანგელოზებს,
ხატ-სალოცავებს, საფლავებს, წისქვილებს...
ოქროსთმიან დალს, თებჟორიკებს.
მერე გამახსენდა, მცოცავი გრაფიკი
გოგო-ბავშვს რომ სისხლი გამითეთრა,
კლასელების უკბილო იუმორი:
დენი რატო არა გვაქვსო?!
მამაშენმა გათიშა?!
ეკლიანი სიტყვების
დენის დარტყმა თითქმის ყოველდღე.
წინა კვირას,
შუქი გვინდაო, ამათი მამები ფიწლებით ჩვენს ეზოში,
ჩვენ ზედა სართულის ფანჯრების ფარდის უკან.
ოთხი და.
და ავდექი, მე ვთქვი: ფეხიდან მიწის გამოცლაა,
დაბრუნებისთვის,
ჩემი კლასელის მამებიც კი უშუქობაში დააღამებენ,
სანამ დატბორვას დაგთანხმდებიან...

Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო