ფრენები მერკურზე
ჯდეს დედალოსის კოშკში და ვარამს ხარშავდეს გულში, მზის ვერმნახველი ფრანსუა ვიიონი. წყევლის ბალადა. დატბორილ ქალაქში, ეშვებივით რომ წაზრდია დანახშირებული ძელები, ოდესმე, ვითომ მე და.. შენ, ნუ ენდობი ჩემს წარმოსახვას, ის ცრუა, მე მგავს. ჩემს ბერწ საშოს ტყუპისცალივით ჩამოემსგავსა. ოდესღაც, სადაც იდგა კოშკები და სარკმლიდან გადინებულ საკმევლის კვამლზე, მოდიოდნენ მკვდარი ღმერთების სერაფიმები - მტრედებივით ისხდნენ რაფაზე და ჩვენ შიშვლებს გვაკვირდებოდნენ. მზერით, უსიტყვოდ გვანიშნებდნენ ერთმანეთისკენ: - შენ აღარა ხარ, ეს უკვე იყო და ჯერ-ჯერობით გვისვამდნენ ზურგზე. ჯერ-ჯერობით ვტოვებდით მიწას. გრძელი ფრთებით. ასე, მსუბუქად. გაფრინდი, მიდი - ჩავძახოდით და ბაცდებოდა გამონაგონი გრავიტაცია. მე ახლა ვიცი, დიდი ხნის წინათ, პატარა გოგოს დამტიროდა ბრმა მოხუცი, მიტოვებულ ძველ სასაფლაოს დაშლილ საყდართან. მამაა ჩემი. ის დარჩა მთას და გახდა მიწა. მე, შენთან შერწყმის სურვილმა მომცა, სხვა გოგოს ტანი, ნაზი სხეული და ახლა, როცა შენს წინაშე თუ შენთან ერთად, საწოლისკენ იკრეფავს ხელებს, ჩუმად, ჩუმად ვეჩურჩულები: -...