Posts

Showing posts from November, 2011

The poema

O Captain! my Captain! our fearful trip is done; The ship has weathered every rack, the prize we sought is won; The port is near, the bells I hear, the people all exulting, While follow eyes the steady keel, the vessel grim and daring: პოემა ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო! საზარი მგზავრობა მორჩა-დასრულდა; ხომალდმა გადალახა ყველა განსაცდელი, დაჯილდოვდა. პორტი ახლოსაა. მოისმის ეჟვნების ჟღარუნი, ჟრიამული. მე კი თვალს მტაცებს   კილები გემის,   ავისმომასწავებლად გარანდულნი. But O heart! heart! heart! O the bleeding drops of red, Where on the deck my Captain lies, Fallen cold and dead. ო, სულთქმავ! სულთქმავ! სულთქმავ! ო, მომდინარე მეწამულო წვეთებო, ჩემი კაპიტანი, გემბანზე სიმწრით აღესრულე! O Captain! my Captain! rise up and hear the bells; Rise up—for : It is some dream that on the deck, You’ve fallen cold and dead. ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო! აღსდექ, გიხმობენ ზარები, აღსდექ _ იქნებ ზმანებაა,   რომ შენ გემბანზე აღესრულე! My Captain does not answer, his lips are ...

აული

ხუმრობით საკუთარ სახლს აულს ვუწოდებ და მართობს. უნივერსიტეტის ბოლო კურსზე ვსწავლობ და პრაქტიკას ერთ-ერთ რადიოტალღაზე გავდივარ. ღამის რევიუ ასე ჰქვია გადაცემას, რომელიც მე მომაფიქრდა, რატომღაც და პროექტის სახით დავწერე კიდეც. არ გავჩერდი. გაწერილი ქრონომეტრაჟი რადიოს ხელმძღვანელობას ელექტრონულ ფოსტაზე გადავუგზავნე და პასუხს არცკი დავლოდებივარ, სასწრაფო წესით ჩავიბარგე, მამაჩემის ნაქონ შავ, ტყავაქერცლილი ჩემოდანში. ზღვაზე ჩქაროსნული მატარებლით წავქროლდი. პირველად არა, მაგრამ მეორედ კი ვნახე ზღვა. ორ დღეში მომბეზრდა. სანაპირო დამსვენებლებისგან წაბილწული და უარყოფილი ხარჭასავით თვალში მეცა. ათი ათასი გამოღეჭილი სიმინდის ტარო და მილიონი მზესუმზირის ქერეჭი მზის ჩასვლისას ბრჭყვიალდებოდა ერთურთში და მოსაწყენ დაისს თვალს ვეღარ ვუშტერებდი. მეორე დღეს, როცა გადავწყვიტე მთელი ზღვის ზოლი ფეხით შემომევლო და ღამის მატარებელს უკან გავყოლოდი, უცნაურ სანახაობას გადავაწყდი. იქ, სადაც მიწა კუდს იქნევს, პეტრას პირველი საუკუნის ციხე-სიმაგრესთან, სუბტროპიკულ პალმებთან და ბამბუკის ჭალასთან, სადაც ზღვა უცნაურ...

ხელის ანბანი (ყრუებისთვის)

Image
მთა დაეფარა ორიქალკთა* ნაღვენთებს , მაშინ , ტყვე გერმანელთა საფლავები გვირაბს გაჰყოფდა - სამანს უდებდა - შიგნით გვირაბში ყინვის ჟამს მხოლოდ , ადამიანთ რკინის ჯართებში , კედლებს შორის , გამდინარე ფოსფორისფრად ანთებულთვალთა ნაზი კიაფით მომწვან - მოყვითლო ბლანტ მოჩვენებებს . ჟანგისფერ წყალში , ნელ ნაკადში თოვლის მდინარე ჩაწოლილი . ცხვრებს არწყლულებს მწყემსი უცნობი . მწვანე დეკების ყვითელ კიალებს არ უჩნდა ბოლო . და ამ თეთრი მინი ბუსით , მივქრივართ , ვზივართ , გვესმის ხმები : ირანელთა , ფრანგთა და ჩეხთა . სქესაღრეული ცისფერები , წითელქუდას ზღაპრის გმირები . ბებოს ჰგავს არიელი გამხდარი და გერმანელი მამრი ყმაწვილი ტყვედ ჩაუვარდა . არაგვი მოსთხლეშს , ლოდებს სლიპიანს და სიპი ქარი ჰაერს აგრილებს . სპილენძის კონას    შუა მდინარეს ჩაუგდებენ , მეთევზეები - არაგველები , მამა კალაპოტს ამაგრებს ფეხით , შვილი კი სიღრმეს ფხას გაუსინჯავს . კალმახები , იქვე წითელი იარებით , გუბეში ხტიან . მადამს , კანადელს , მამი...

თიხის თოჯინას ძლისპირი

Image
ლურჯი ზღვის ნისლში მძინარე ვეშაპივით გაწოლილ წითელ გემს, მწვანე უნაბის თვალებით შევცქერი - ნესტი დამბზარავს შენს თითებში მოზელილ თიხას.  ნოემბრის წვიმა თმას, ბაგეებს, პაწია ძუძუს, სათითაოდ ჩამოგიზიდავს დამბალ მიწისქვეშ - ასე, მწვერვალებს, ალბათ სტკივათ თოვლის კაცის სიმარტოვე -   ზვავი კი სოფლის ბინდისფერ დარდებს, სიჩუმეთი გამოათეთრებს.