Posts

Showing posts from 2013

*

ხელს თვალთან ვერ მიიტან უკუნ სიბნელეში , ნათდება წამიერად ეს აბსოლიტურად ამნეზიური სიშორე . ახლა კი ვამჟღავნებ , რომ გადაიტანო , ახალი ამბავი . აირჩიე , რომლით დავიწყო , რა გირჩევნია , ის რომ აღარსად , თუ სადმე მაინც , ოღონდ არავინ ? ! რა მედარდება , ჩემი გული დაწრეტილი ელოდება გამოდარებას , რომ მზეზე გახმეს . ნაწილებდ ასატეხად , ხელებში მოვიფშვნიტო . გავუშვა ფრინველივით თავისუფალი . ეს შენთვის ჩნდება , მდინარის წყალში რომ შეიძლება ასეც გწამდეს , ღმერთებთან მოხვდი , ადამიანებს რომ გაჭრილი ვაშლებივით ჰგვანან , მათ შორის გაჩნდი . რა ძნელია ღმერთების მეზობლობა , მოსწავლეობა , ღმერთის შვილებთან წუწაობა , ნაყინის ჭამა . რა ამბავია ღმერთპაპების მოტყუება და მათი გულ უ ბრყვილო თხოვნების , წყალზე გაგზავნა დაზარება . რა ბედენაა , ღმერთის დედებთან ერთად ტირილი , ყოველი ძაღლის აყმუვლება , პიეტას ნიშნავს , რადგან ვინც კვდება , ყველას ჰყავს დედა . არის მეორეც, მდინარის წყალზე ისეც ხდება , მჟღავ...

ვაკუუმი

შენ ერთადერთი შემორჩი ჩემს ვაკუუმში , როცა მე   სიჯიუტით განაყოფიერებული უშიშრად მივიწევ სახელმწიფო დაწესებულების რუხ და უსარკმლო შენობისკენ , დილაობით , როცა მზე , წმინდანივით სისხლგაცლილი წევს გზაზე და იქ , კი დეპარტამენტი მხვდება გამწკრივებული , ხეების მუნჯი ჯარივით და სათითაოდ , ათივე თითს ჩემსკენ იშვერენ : - ამას აკლია , ეს გიჟია ,  და მაგას ჩვენ ხმას არ ვცემთ , გიჟ - პოეტაა , გიჟ - პოეტა . ჩემს ერთადერთ შემორჩენილს , შენ ვაკუუმიდან შეგიყვან მათ ეიფორიისკენ და გავძვრებით , ისე , თითქმის ავგაროზ აცმულ ავთვალ უნახავ თევზს რომ სჩვევია . მე მკლავებზე ხორცი ჩამომიგრძელდა , მე ამ წამებულ მზის სისხლში ჩამოვდნი , ორივე ხელს ვაჯვარედინებ , ჩვილივით გულთან ახლოს გიხუტებ . შენ ჭარმაგი მამაკაცი , თითქმის უთმო , წელში მოხრილი უსქესო ემბრიონი , მეკვრი ცახცახით , თვალდახუჭული და ვაკუუმიდან უკანასკნელ ჰაერს მთხოვ , აჰა , ვიწველი   ჩემს სიჩუმეს...

ჩემო პატარა ურჩხულო

ჩემო პატარა ურჩხულო, ჩემი და მთვარის სიყვარული იწყება ასე, უშუქობისას გამწყდარ ღამეებს, პატარაობის, ცაზე თავისით ენთებოდა მთვარე-ლამპარი და ღრუბლების მოძრაობისას, მე მივყვებოდი საკუთარ გრძნობებს, რადიოს დიჯეების ხმას და გემოვნებას, და ნავთის ლამპას ვღალატობდი ფანჯრის რაფაზე, შემომჯდარი, ესეც ჰგავდა მაშინ გაფრენას. ჩემო პატარა ურჩხულო, მე გაგიმხელ ერთ საიდუმლოს, გაზაფხულზე, როცა ვარდებმა გაიშალეს სისხლის კოკრები, მე პირველად დამეწყო ციკლი და ეს წესი, მოულოდნელი, აუხსნელი ჩემი პირველი ისტერიკის გახდა საბაბი. მაშინ ვტიროდი, და ცრემლებიც იყო მარილის სისხლის ტბაში ჩამდნარის და დამლაშებული ქალწულობის. შენ ახლა იცი, შუაღამისას, თვეში ერთხელ, თვალდახუჭული ვდგებოდი ღამით, ახალ მთვარეზე, მივყვებოდი ხმას, ქარის მსგავსად, ჩემს სახელს რომ მიმღეროდა, და მივყავდი მდინარის პირას, ჯებირებზე მაღალ ლოდებთან, და მე სიყვარულს ვეცემოდი, ძილში, არ მახსოვს, უნახავივით, მე ვითლიდი ხორცმეტებივით მთელ სხეულზე წანაზარდებს და ვარიგებდი უსასყიდლოდ, ის კი ძღებოდა, ძღებოდა და მაინც ვშ...

წიგნები

 წიგნის სიყვარული ისეთი ჩვევაა, თან რომ უნდა დაგყვეს, თუმცა მისი შეძენაც შესაძლებელია. მე ვერსად გავექცეოდი ამ ჩვევას, რადგან ჩემი ოჯახი და ძველი სახლი, როგორც ადამიანებს, ასევე ეკუთვნოდათ წიგნებს. დიდი პაპის საყვარელი წიგნი, ხელნაწერი ბიბლია, რომელიც მუდმივად თან ჰქონდა, სამწუხაროდ ოჯახის გარე ბიძაშვილმა მოიპარა და მე არ მინახავს. ამბობდნენ ახალსოფლის დიაკვანი, რომელიც იაკობს შვილს ეკლესიურად ზრდიდა, მის მიერ ნაჩუქარი იყო ის ბიბლია. თუმცა პირველი აღმოჩენა, რომელიც მე მეკუთვნის, ცოტა სხვანაირ წიგნებს ეხება. ღრმა ბავშვობაში, კედლის თაროებზე, შიგნით, თვალსმოფარებული ძველი წიგნების მთელი ბიბლიოთეკა ვნახე და რამაც გამაკვირვა, უმეტესობა წიგნებისა გამოცემული იყო 1900 წლებში და ასევე, ისინი ყდაშემოცლილები იყვნენ, მათთგან უხნესი ანტონ ფურცელაძის დიდმოურავიანნი, რომელიც 1890 წელს დაისტამბა და სტამბა კეკელიძისაო, ასე აწერია. ვეფხისტყაოსანი, გოგებაშვილის კლასგარეშე საკითხავი, თამარიანი, ჩახრუხაძე, ივანე მაჩაბლისა და ილია ჭავჭავაძის შექსპირი და კიდევ უამრავი გამოცემა, ვინ იცის წლე...