ხეები საფლავების




https://www.youtube.com/watch?v=Z0DQxI3KM7o

ხეები საფლავების


როგორ უქმად ჩამოდის, ხილი 
სასაფლაოსი

ველურ ვარდკაჭაჭაზე.

მსხალი ყვითად ანათებს,

ვაშლი წითელ სიავით

საახალწლო ნაძვის ხის პლასტმასის 
გირჩებივით.

ლეღვი ღუის, წვენი სდის, 
მწიფს,

მწიფს, 
მწიფს.

და ძე სულიერი, შემთხვევით გამვლელი,

არავინ, არავინ ხელს არ გაიწოდებს,

არავინ მიწიდან არავინ აიღებს ხილს 
სასაფლაოსი.

მიწის ქვეშიდან აყურადებენ, მკვდრები 
უბრად იყუჩებიან:

„მიირთვი შვილო ახალი ხილი, გემრიელია,

პირს გაისველებ“.

ხეები საფლავების, როგორც დაბმული სულები,

ფოთლებს ჰაერივით ჩაისუნთქავენ გატრუნულები.

მინდვრად კი შვრიის და ქერის და ხორბლის

ჭაობის პირას, ტყეში, კორომთან,

ფრინველთ გუნდებად, წყებად დაითვლი,

იკრიბებიან აგვისტოს ბოლოს,
გადაფრენისთვის,

ბუდეებში კი წვიმა სახლდება.

აფრინდა ერთი, 
აფრინდა ორი,

სამი და ოთხი, ფრიი.. 
წითელი ვაშლი გარბოდა.


Comments

Popular posts from this blog

დაუჯდომელი წმინდა ადრიანეს და ნატალიასი

ბოროტებისთვის წესის აგება

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო