იყიდება სახლი
ფშავი ქალია, დედაბრული სიჩუმით მდგარი, მამისეულ ხის მოხრილ სახლის მოღიავებულ ჭიშკართან და დოინჯშემოყრილს, მხრებზე, ბუერა ბალღებივით, მთებს ადენილი ნისლი შეუსვამს. დაბალ-დაბალი ვაშლის ხეების გასწვრივ, სავსე ფურის ჯიქანივით, რძეგამოსულ მსხლის ყვავილობას ისე ასცქერის, თითქოს ვაჟმა პატარძალი შემოაგელვა. ლეღვის ბუჩქებს კი, უყვავილოთ და თავდაპირველად ნაყოფთგამოსხმულთ, ვარდიტაბლობას, ღელვით გამოკრეფს, დამწიფებულნი, ძველ სკივრებში ისე ჩაფუთნოს, თითქოს საზამთროდ, მადლი უნდა გამოიზოგოს. ფშავი ქალია, დედაბრული გულმოდგინებით, მინდორზე მოკრეფს ნაირფერად მოჩითულ ბალახ- ბულახთ და სახლის ჩრდილში, გაახმობთ. უცბად რომ სოფლის იშვიათ მცხოვრებს, სამთვარეულომ წამოუაროს, მცენარეებს წამოადუღებს სულზე სალბუნად რომ დააფინოს, სიცარიელით დარდგაღვივებულ გამვლელ-გამომვლელს. თამარ მელიქიშვილი ფშავი ქალია, მთათ განაბულ ღვთისშვილთა დაბლობს, მამისეულ ხის სახლსა სახლობს. დევის გმირებთან ნაბრძოლებთან, კაცთა სულების შემგროვებთა, მიდგომილ...