Posts

Showing posts from October, 2018

დევნილები, ჩვენ

ზამთარზე არა, შენზე ვფიქრობდი - როგორ გძინავს სამოთხეში, მზით გამლღვალ ბაღში როცა ყინვისგან გათოშილი, უღელტეხილზე, შიმშილისგან ღონემიხდილს წითელი ძაღლი მეწეოდა და ცხადს გავურბოდი გულის შეკუმშვით?! ცხადი მომდევდა, კუდში მდევდა, ძაღლის კუდი არ მთელდებოდა ცეცხლი მხოლოდ მეზმანებოდა, პური თითებში მეშფხვნებოდა, და ფრინველები გუნდად მოგვდევდნენ, ჯერ არ მსმენოდა დევნილია, დევნილები ჩამოეთრივნენ. გაზაფხულზე როცა ვფიქრობ, როცა თბილად ბუხარს უზის ჩემი პატარა გოგო და ცდილობს, სარკმლის მიღმა  ზამთრის ბეღურებს მიუყაროს ხელებით სითბო, „მამაო ჩვენოს " ასე ლოცულობს - შენზე ვფიქრობ, მარტოობისგან, ანაც სულაც უკვდავებისგან გათეთრებული, ადამიანად ყოფნის ჟამზე,  იქნებ ფიქრობდე, იქნებ გახსოვდეს, მე რომ ზამთრის უღელტეხილზე, ლიპ-ყინულებზე ლანჩამძვრალი ფეხსაცმელი მიცურდებოდა, ხელში როგორ ფრთხილად აგყავდი, მე კი ვფიქრობდი, დაღლილობისგან ძილში ფეხით ტყე-ტყე მივლია.

ორფეხების არსაკითხავი

ასეც.... განა შორია იმ დილამდე, სარკეს რომ ზეწარს წააფარებ სახლიდან გარეთ ფეხს არ გაადგამ, მხოლოდ შინაურ ცხოველებს დაუყვავებ, შესაძლებელია, არაფერია გამორიცხული ორფეხაც გყავდეს. ბუხართან ახლოს, ნოემბრის წვიმებს გამოუყოფ ფანჯრიდან ენას, წიგნების ჭია, მიივიწყებ ახალ გამოცემებს, ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას და ბანოვანნი კითხვას მიჰყოფ ხელს, ღამ-ღამობით, ჩქარა გიქოლზე ისევ აღვარღვარებ ცრემლებს და იქნებ, ჯეკ ლონდონის მწვანე ტომებიც შემოგეკითხოს, რადგან როცა მამის გული გაიბზარა სოფლის სიბნელისგან სწორედ მგელზე მოთხრობას შეაფარა მან თავი. ალბათ, როცა სახლიდან გამოძრობაზე უარს განაცხადებ, საკუთარ სხეულს წააფარებ ფლასებს, თვალებს კი კუს ბაქნის სათვალეს მოარგებ - სულ ის მზიანი დღე გედგება სულში მამამ რომ ხორბლის ასაღებად მინვრად მომუშავე კომბაინების სანახავად წაგიყვანა, ღელეში რომ წუწაობდით, ახლადდათესილ სიმინდის მინვდრებში ქედნებს რომ ხოცავდით და ყოველთვის წყვილად დაიჭრებოდნენ, რადგან არც ერთი არ დატოვებდა მომაკვდავს. ერთხელ, ხოხობიც კი მოინად...

მზეს უმზირა ახრასამ

გამოხდა ხანი, მოიმწიფა თმამ ვერცხლის სხივი ადრე თუ ტილებს გამოკვებდა სისხლით და ზრდიდა, ახლა გათეთრდა. მე, მზესუმზირის თესვას ვუნდები გაზაფხულისას, მისი ყვავილი ეზოს ახარებს, თვალს ამშვიდებს ვან გოგოს მაგონებს, თითქოს მზეები ამოდიან მიწის ხნულიდან. ვზივარ კომშების განაპირას, ეზოს ბოლოში, და მეზობლის ბაბოზე ვდარდობ, ახრასიაზე - მონღოლური ყავისფერობით და ვიწრო ჭრილით გამოგხედავდა, როცა მის ჭიშკარს მიადგებოდი, ორი ჭიქა მზესუმზირისთვის, ჯოხს კედელთან მიაყუდებდა, დაიხრებოდა და სასკოლო რვეულების ფურცლებზე, სადაც მისი შვილიშვილები განტოლებებს იყვანდნენ და ორიანებსაც ბლომად იღებდნენ, გადაკეცავდა ოსტატობით, ერთი ხელის მოსმით ერთკეცად, სამკუთხედად, როგორც ფრონტის ბარათი და მოხალულ მზესუმზირას შიგ ჩაგიყრიდა. ნახევარი ჭიქაც ფეშქაშად. მთელი საღამო კაშკაშა ზაფხულების, სეირნობისა, სახლის წინ ჯდომის, იყო კნაწუნი, გადარბენა ახრასა ბაბოს მზესუმზირაზე. გზაზე კი უნდა სულ შემთხვევით გადაჰყროდი ბიჭს, რომელიც გიგზავნიდა საღეჭ რეზინებს, რაც უტყუარ...

ნეკერას

შენი ფოტო ახლა ჩემი ავატარია, მახსოვს, ზაფხულში გადაგიღო ფოტოგრაფმა ბათუმს თუ ბეშუმს, სუბტროპიკულ ყვავილებში, როგორც ელფი, როგორც ზღვის გოგონა, ხმელეთზე, რომ ვეღარ სუნთქავს. თვალებდახუჭული მძინარეს უფრო ჰგავდი, ტრანსში მყოფს, ვიდრე... რაც მე გავიფიქრე და არ კი ვთქვი არ ვთქვი, არ ვთქვი..... და ახლა, შენ შემოდგომის ნოემბერებში ხარ მძინარე და ყვავილების წვიმა გახურავს. მუნჯი და ჩუმი მუსიკით გარემოცული, მოედინება შენიდან სუნთქვა, უხილავი, თან მარადიული. იქნებ მეც რამეში ვიყო დამნაშავე: მეთქვა რაც მაშინ გამაფიქრდა, მეთქვა, გოგო, რა ლამაზი ხარ, მაგრამ თითქოს ჭრიჭინობელების მხარეს წასულხარ, მეთქვა, თუ როგორ შემაშინა შენმა სანთლისფერმა სახემ ან ხელებმა, მეთქვა, როგორ ჰგავხარ ამ ორქიდეების გადამკიდე, ჰამლეტის გოგოს. მაგრამ, არ გითხარი.... და ახლა, შენი ფოტო ჩემი ავატარია. შენ გძინავს და ჩემ სიზმრებში მინდა გაცოცხლო.

https://1tv.ge/elit/saqartvelo-iaponiis-kulturuli-areali-rogorc-kulturulad-monatesave-sulebi/

https://1tv.ge/elit/saqartvelo-iaponiis-kulturuli-areali-rogorc-kulturulad-monatesave-sulebi/

ანა ლაშხელი-ონიანი - ბებო

20 წელი იცხოვრა მარიამ ბებომ სიმარტოვეში. მარტოობა ისე რთული ასატანი კიდევ არ იყო, როგორც იმაზე ფიქრი, რას შვრებიან ქალაქში წასული შვილები, შვილიშვილები, როგორ ცხოვრობენ, რა უჭირთ და ულხინთ... ასეთი ფიქრები დილიდან საღამომდე თან დაჰყვებოდნენ ერთგული ჯოხივით და თუ წამით მიავიწყდებოდა, მაშინაც თავს უხერხულად გრძნობდა... 20 წელი მხოლოდ ერთი თვე, წელიწადში ერთი თვე ახელდა თვალებს მისი სახლი, როცა შვილები და შვილიშვილები გასართობად ჩადიოდნენ სოფელში. სხვა დროს ზამთრის ძილით ეძინა თითქოს... "კი, ვიცი არაფერი გაკლიათ, მაგრამ ჩემი ხელით გაკეთებულს ლოცვის ძალა აქვს და ამიტომ გიგზავნით, ამ პატარა ძღვენსო", ასე იწყებოდა ყველა წერილი, რომელსაც საგულდაგულოდ მიაკერებდა ქალაქისკენ გაგზავნილ ჩანთის შიდა პირს. რძლებს ერთი უხერხული მომენტი აწუხებდათ, სოფლიდან გამოგზავნილი ჩანთის რაღაცნაირი სუნი. ერთმა თქვა, სოფლისააო, მეორემ - გაურეცხავი ნაჭრის სუნიაო, მესამემ ცხვირზე ხელი წაიჭირა და მოვაშოროთ დროზეო... ამოალაგებდნენ ღამეებნაფიქრ და ნაწვალებ ბებოს ძღვენს, შეახვევდნენ ჩანთა...

სტვირი. გადაფარვის ზონა

აჭრელებულ სერთუკით სერზე კაცი გადმოდგა, მრავალფერი ნაჭრების ნაკუწებით შეკერილ სერთუკიდან უეცრად ფლეიტა გამოუჩნდა. დააკვნესა. და კვნესამ გამოყარა ქალაქის ყველა დიდი ვირთაგვა, თაგუნიაც, თაგვებმაც სოროს ვეღარ დაუდეს ვერც გული და ვერც სული, ჯადოსნური ფლეიტის გაყვნენ ხმას. ჭრელმა კაცმა ვირთხები მდინარისკენ გარეკა, მდინარეში გარეკა, ქალაქიდან გარეკა. ჰამელნელში ვირთხისჭერიას არ მისცეს ოქრო. არც მედალი, არც ძეგლი დადგეს მოედანზე, არც შადრევანი. ნაკუწებისგან შეკერილი სერთუკის ბოლოს გამოება ვირთხიჭერია. გაუჩინარდა. ეს არაფერი, ივანობისას, წითელი ქუდით, ქალაქის ხიდზე, მზის ჩასვლისას დგას მონადირე. სტვირს ჩაჰბერა და სტვირის ხმაზე ქვის სახლებიდან გოგო-ბიჭები გამოეფინენ. ხახვის ფურცლების ფერის თმითა, ლილიისფერი თვალებით. ქერის ღერების ფერი თმითა, ტბის ფერის თვალებით. მონადირის სტვირის ხმაზე, ბავშვებმა მთისკენ ფერხული იწყეს, გაიხსნა წითელი კლდე. გაუჩინარდნენ. ქალაქში ქალი ბავშვიან ხელით. მოთქვამს. დედები შვილებს დაეძებენ მდინარის ფსკერზე. მიწამ უყო პირი თუ ზეცამ, არც ერთი არ სჩანს. მხოლოდ. ცისკრ...

სკოლის წითელი ჩანთა

აივანზე, ყავასა და სიგარეტს შუა გამოთენებულ აგვისტოს დილაში, მეზობლის მიტოვებულ მარტოობად ნაქცევ ძაღლის გაუსაძლის მოთქმაში , ამოიზარდა წითელი ტყავის ჩანთა – სავსე პატარა ყვითელ ქაღალდის ფურცლებში ამოკრული ბაღჩეულის თესლებით – ქინძი, ნიახური, რეჰანი, სტაფილო, როცა ბებიაჩემი მოკვდა პირველი ეს ჩანთა მოისროლეს. როცა, თავისით ამოდის ეზოს სხვადასხვა ადგილებში – რომელიმე ძნელადგასაქრობი სარეველა, მე ბებიაჩემის გულისწყრომად ვთვლი.