ზაფხულის სიჩუმით თენებები
1. სახლ-კარ დავსილო წელიწადის პირველი თვე გაზაფხულისა, ორანტა მახსენდება, ხანდახან, როცა აღარ ვმოძრაობ თვითმარქვია მკვდარი, სახლში ვდევარ უსარგებლო, გაუქმებულ ნივთივით. როცა გარეთ, ასე მოშორებით, ჩიტები, ცა და ადამიანები შეხმატკბილებულად პასტორალობენ, აი, მაშინ, თუ გამახსენდება, მახსენდება, ხანდახან, რომ დიდი მინდორი მაწვება ზემოდან და გაშლილა მდელო მთელ სხეულზე. რომ წყაროც ვარ და კორომიც, ერთდროულად. ბალახების ფესვებს მე ვზრდი, მე ვასაფლავებ უპატრონო გველის წიწილებს, მე ვაბუდებ საღამოობით ნიჟარებიდან გადმოცვენილ ბებერ ლოკოკინებს, წყალქვეშეთში. ხანდახან, მგონია, რომ სადაცაა ჩავვარდები, ჩავიზნიქები, მიწაც ვრბილდები ხშირ წვიმებისგან. რომ სურვილმა წამომიაროს და ასე ავდგე, წამოვდგე და ფეხი გავშალო, გადმოვყარო იფნის ხეების ფუღუროებიდან ჭალაში გაფუყული ყვითელი ბარტყები, წყლები დავღვარო. რომ წამოვიღო აყვავებული ველური აკაციები და მწიფე ლეღვის ნაყოფები, დახეთქილები შუა მზისგან გზაგზა დავფანტო. განა, ამასაც ვფიქრობ, არ გამაჩერებენ! გამაჩერებენ, ხელს შემავლებენ, აბა როგორიაო, აბა, ვინ წამომდგარ...