Posts

Showing posts from September, 2012

საჩეჩელი

Image
სოფლის სახლის უკანა ეზოში, მარნის კართან, პაპაჩემი ზის ხის დაბალ სკამზე, მას სიარული აღარ შეუძლია. უთენიას ,   სათონეზე სხვენს, მამა და ბიძა ნაფოტ-ნაფოტ შეესიენ . ჩამოიტანეს პაპაჩემის დედის და მამის ნაქონი ნივთები, ჩამოზიდეს საუკუნეების წინანდელი სკივრები თითისტარებით , ფერადი ძაფებით გატენილი. ჩამოიტანეს სანთლებისა და ფიტილების ტომრები. მიწას იასამნისფერ ი კვალ ი გაავლო დაფქვილ მა საკმეველ მა, მომეჩვენა რომ მიწა გაიპო, მიწამ იყივლა. თონის ამოღება შავ-თეთრ სიზმარში აღარ მახსენდება, მხოლოდ იმ ადგილას   დიდი ორმო, ვეებერთელა ქვების გროვით ავსებული დარჩენილა. ძლივს ვარჩევ, ბოროტ დედინაცვლის მონაყოლ ზღაპარს ჰგავს, კერიას ნაცარიც აღარ აქვს. თავისი „ ზილი “ მეზობლის მსუქან ბერბიჭ ას აც ვერ უცვნია, თითქოს სახლის უჩინარმა, უხუცესმა ბინადარმა გუდა-ნაბადი დააკრა , სხვა დროში და სხვა ისტორიაში გასაბარგებლად . პაპაჩემი ზედაც არ უყურებს შვილებს, არც ნივთებს, არც მანქანას . თვალს არ მაცილებს, მე მასავი...

Mind, Drips

Mind, ცოდვები კისერზე ჰკიდია, რისი თავი აქვს, თუ არა სიცრუის, სიყალბისა?! ახრჩობს ნაბიჯ-ნაბიჯ   მაჯლაჯუნა. დადის ზრიალით   თავზარდაცემული, საფრთხობელა. მომაკვდავს და ბერს, თვალს ავარიდებ. ერთს სიყვარულს დავუმალავ, ის თვალებს მიქექავს და ეშინია, არ იპოვნოს: მალე მოკვდება. მეორე კი სულს მიხილავს და მკბენარები მეხვევიან ბავშვობიდან, არ მინდა რომ მასაც გადავდო. Drips თვალს მოვუხუჭავ ამ ამაზრზენ რეალობას , ისედაც, არა მიწიერი არსებებით სავსე ვარ ძილში. ვეღარ გავიგე რა სჯობია, ეს ნახევრად ხორციელი შეშლილი მცირეწლოვანი გოგონა,   თუ ნახევრად ვამპირი მიწიერი კაცი, ცხადში რომ დასდევს არასწრულწლოვან ბიჭებს, მიჰყავს ჯურღმულებში და სადიზმის ხელსაწყოებით აუპატიურებს?! რა არჩევანია, ეს თამაში იმსახურებს ჩემგან წაგებას. და ეს, ქალაქის ჯოჯოხეთი ეხება ბავშვებს, მე ვერ ვიფარავ, მე ვერ ვშველი. რითი ვჯობივარ, ნაგვის ურნაში წაყუდებულებს, თუ უარეს ნაგავში ვცხოვრობ?! გაკრიალებულ ოფისშიც კი ყარს სინამდვილე. შენ რომ გგონია, დამ...

შიდა საზღვრები. სამიზნე

წითელ ნიშნიან შლაგბაუმთან,   ჩაფხუტიანი მოძალადე, გტოვებს გონების თვალის ამარად. თითქოს სხეულის ის ნაწილი ჩამოგათალეს, სადაც სულია . ღია იარით. გზა დაკეტილია. ნაბიჯით იარ. თუმცა,   საითკენ, საით ? ჩრდილოეთით თუ მზე არ ამოდის , სამხრეთით დგომა აკრძალულია. დასავლეთით ფოლიანტების ლოცვა უხმოა . არჩევანი – აღმოსავლეთით განთიადისას – ალილუია . წრეში , როგორც მოჯარებული, თანაც   სამსხვერპლო დ გამზადებული, საითღ ა წახვალ, რომელ მხარეში? იქ , მთ ის მწვერვალზე დგას სალოცავი, წინაპრის ხელით აგებული ა . იქ, საფლავის ქვებ ს ენატრებათ სანთლების სუნი . იქ, ყოველ ღამით ვარსკვლავთკრებული , მიტოვებულ სახლებს უამბობს, რომ ჩვენ ვარსებობთ, აქვე, ახლოში. სამშობლოშ ი ვე ვართ   ლტოლვილები, შინმიუსვლელი დევნილები და მოკვეთილი კიდურებივით მაინც ვატარებთ მიწა ს , სადაც   ოდითგან ვსახლობთ , სადაც მოწმედ დაგვიდგება ახლად მოწამე .   უკანა გზაზეც, საცალფეხო ბილიკებით უღელტეხილებს შევუდგებით , შემოვლით გზებით გ...

ნანაჯოგად

ხანდახან იცოდნენ გადაკარგვა, ნივთებმა სახლიდან. ეზოდან, ისე გაქრებოდნენ, თვალის შევლებას ვერ ვასწრებდით, ვეღარავინ. ბებიაჩემი ფუსფუსებდა, მოინაკლისებდა, უყვარდა, ძველი ნივთების მტვრისგან წმენდა, მზეს გადგამდა. - რა ნანაჯოგად დაიკარგა; როცა ვერ ნახავდა, ბუტბუტებდა. ვინ იყო ნანა ან რა ჯოგი ჰყავდა და ნივთებს რად გვპარავდა, ამის საკითხავად მოხუცებულს სიზმარში დავეკითხე, სულმა მითხრა: „მეც ჩემი დიდედისგან გამიგონავს, ქრებოდნენ უწინაც უცნაურად. სახლიდან, ეზოდან, სათონედან, გობები,   თუნგები, ხელცულები, სპილენძის მოჭიქული ქვაბები და იცოდა გამოთქმა, რა ნანაჯოგად, დავკარგე საყვარელი ჯიბის დანა.” დილიდან ვუზივარ კომპიუტერს, ვიკიპედიას ვუკირკიტებ: თურმე ძველ ლაზებს სწამდათ ნანასი, ადგილის დედასი, ლამაზ ღვთაებისა. ნანას ჰყავდა ჯოგი, ოღონდ ეს ქალღმერთი, ცხოვრობდა ზღვის   წყალწყალა სოფელში. მესეფებს ეძახდნენ კოლხები, არსებებს, რომლებიც ზღვიდან საქონელს მოდენიდნენ, სამი დღით, მიწაზე, ტყეში სახლდებოდნენ, მიწიერთ, ხორციელთ ნ...

თეოს

Image
რატომღაც შეგნატრე, უცნაურო, რაა დასამალი, ან შენი ბედი დღეს ვის შეშურდება. ცისფერი ეკრანიდან, თქვი: რომ ფერადი ფშავი გელოდება, იქეთ ცაბაურთა მთაა   მოქრუშული, უშენობით. ვერც შენ ძლებ ქალაქის უმზეო ქუჩებსა და ყინულეთში. ან როგორ მღეროდი, ან როგორ ფარდაგებს ქარგავდი. თვალები ცოცხალი ჭინკებით სავსე მუგუზლები, რომ შემომანათე, იმ დღიდან მახსოვხარ, დობილო. და, როცა, შავ არაგვს, ხატობის წყალობას ატანდი, და, როგორც, წარმართი დედების ჩვეულება დასაძრახი: წყალმა წაიღო წასაღები. გულში ჩაიკარი დასარჩენი, ჯერ ძუძუში რძე არ გაგშრობია. სიკვდილის ჟამს გულზე დასაკონად, რომ დარჩე ლამაზი. ამისთვის პატარა ხელებში დაგრჩენია. ხევები აღმუვლდნენ, ხმით დაგიტირებენ ხევსური კაცები. ხეებით დაბურულს გუდანის საჯვარეს დუმილით ამოვიცნობ, კლდის ნაფლეთ ლოდებზე, შემოუწყვიათ მდინარის თეთრი ქვები, მოგინიშნეს - ორშვილიანი ქალთამზე,   უშვილ-ძიროდ რომ გადაეგო. როცა თებერვალში,   როგორც ლამაზქალა   კაბის კალთას, შავმიწა თოვლის საფარს იმოკლე...

უკანასკნელი

Image
… გონჯაობა მოვიარე , გონჯა მოდგა კარსა ... შეეკრნენ   მთვარეს ხმაწვრილი დედაბრები . გამომხმარი თითისტარები, კვირისთავებით ტარაბუას ტრიალებენ, თავბრუს იხვევენ: - ახ, ელიავ, ელიაო, რაღად მოგიწყენია? გონჯა ს ჭრელ-ჭრულა ნაჭრებით მობლანდულს ხითხითით ი რწევენ კალთებზე, რიგ-რიგობით. - ახ, ბარბარევ, ბარბარეო, საით გაბრუნებულხარ? ახალ გონჯა ს მზე ადგ ას . კოცონი ჩამქრალი. შუაღამეა, მოხუცნი გამხმარი სხეულით დატეხილ ფიჩხის კონებივით ერთ გროვად წვებიან, ირწევა სოფელი. - გონჯაობას, მნათობის ენაზე ბავშვები ძილ-ღვიძ ი ლში მუცლებს დაეძებენ, და ხელისცეცებით გადააწყდებიან ახალ თავშესაფარს – ცვარ-ნამიან მიწას. გამოვიჭრი დიყე კაბის კალთას , შეგიკერავ დიყე თოჯინას ახალს, თქვენ დარისხეთ კე და აწვი მევით , ამდენის ნახვით მე კეფა ამეხადა. - ახ, გონჯავ, ჰგავხარ გონჯ მზეთუნახავს. მეძუძურთ აკვნიდან ჩვილებს რომ ვტაცებდით, მოგვქონდა ნამდვილი შვილები სამსხვერპლოდ, მზიან ამინდებს და უხვ მოსავალს, ესენი ენაცვალოს. სოფელ-სოფელ. ...

Epitemia

Image
ერთხელაც სიბერის ნიშნებით ხელებზე, ხალები ყავისფერი, როგორც ვარსკვლავები ციდან, დავითვლით იმ დღეებს რომლებიც არ გვქონდა, რომლებიც, რატომღაც სხვებმა მიიტაცეს, იმ დღეებს, რომლებიც, არადა გვეკუთვნოდა, არადა, ამ ქვეყნის შვილების გასაყოფათ, მიწაზე, ზეციდან, ან კიდევ პირიქით უხილავ არსებებს მოჰქონდათ საახალწლოდ, იმ შობის ღამეში, რომელიც აკრძალეს. და კლავდნენ ღორებს და მწვადები შიშხინებდნენ, საკლავი უშობელი, შობისთვის, ვინ გაჩნდა?! ასე რომ დააჩნდა, ჩვენი წინაპრების სალოცავებს. ამდენი უარყოფის და ამდენი ლაფის, შემდეგ, ბუნებრივად ჩვენც კი დავიღალეთ. და ვთქვით, სიბერეა. უფალი გადამალეთ. ახლა ხორცში მკვდარი სულების გვრცხვენია, რადგან გავუჩუმდით, რეზინის საწოვარით, ტყუილებს, რომლებიც თავს ისე მოგვახვიეს, სალბუნი გვეგონა. ერთხელაც, ვაღიაროთ აღარ გვაქვს სამშობლო, რომ შიდა საზღვრები ისე დავიწროვდა, დავდექით მათ მხარეს, ვინც ეს სისხლიანი მიწა გაიტანა საზღვრის იქეთ და ბითუმად გაყიდა. თევზები, კალმახები, არა სხმარტალები, მხოლოდ ვჭამდით და თვალები დავიხუჭეთ, ჩვენს ძმებს, ვწამლავდით ...

Marching Song

Image
რაც არის, ეს სულ მოგონილი ამბებია, ჰქვია ჩემი. არც ჯადოქარი ვყოფილვარ და არც დედოფალი, არცა მქონია მისნობის ძალა, არც მრქმევია მეფის ასული. მამაჩემია, სულ ბაქი-ბუქობს .   მისი ცხენი, უბრალო მჭედლის ნალებითაა დაჭედილი, რა ღრუბლების და ელ-ჭექის მბრძანებელი ?! მისი ხმალი ქაჯებს ბუნაგში წაუღიათ, ნაბდის ხმალი . ჩვილებს ახვევენ. მე ობოლი დავიბადე . ასე მე მოვიგონე, ვის უნახავს ხორციელი გაჩნდეს ჰაერზე?! წითელ მხარეზე დედაბერი სხვა ამბებს თხზავდა, დედა ჰერაზე. მე მეგონა, ქალად მძერწავდა, ის დედაბერი ფაშატის ფაშვში გამაზამთრებდა. მის ზღაპარში თეთრი იყო უმანკოება, ჩვენ მისთვის თვალი არ მოგვიკვრია. აი, შავი კი ნაცნობი და შინაურული, ჩვენი ფერია, ჩვენი არსობის თანმდევია . შავ ფერში მოვწნავთ ახალ სურვილებს, დაბადებამდე განწირულებს. წით ლის ჯერია. ჰქონდათ სისხლი ტყვეებს, მამრებს, რომლებიც დაეძებდნენ უკვდავების წამალს და ჯადოს, ავურევდით ხოლმე მკვახე ხილს, დავუტკბობდით ენების ნახარშს და ახალ მთვარეს, როცა წყლები აწყდებიან ჯებირებს,...