Posts

Showing posts from 2011

მოსახსენიებელი ცა(ი) ში

Image
 პაუზა. 1. სული იძიებს შურს, ძილისწინ. წამიერად შიშით გავფიქრდი, ვის ვგულისხმობდი, ვის სულზე ვთქვი, სული ამის გამო შურს იძიებს, იქნებ საკუთარ თავს დავადე კანონი ? მაშინ ვიცინი, ოკეანეს გადავცემ ბგერებს, სადამდე ვიყურყუტო ამ დაგვალულ სხეულში, მოსახდენიდამთავრდეს!  მოხდეს! იკოსი. 2. სიმშვენიერე ცათა და ქვეყნის, მწვანე საფარში გამოხვეულ ზედაპირზე ისე ტივტივებს, ხელის შეხებას უნებურად გაგხვევს დ ა მერე სინანულით მისდევ, მისტირი.. გაურბირხარ სიტყვებს და კონავ, მხოლოდ ისეთს, რასაც გულის კარს გაუხსნიან კარგად აღზრდილი მოქალაქენი, მათ რა ქნან? ვისაც, სკოლის შემდეგ მამინაცვალის ვნებაამღვრეულ კოჟრიან თითებს ვერ დაუსხლტნენ. მათ რა ქნან, ვინც გვამის სუნში დაიძინეს, სისხლი ეცხოთ შუბლზე ზვარაკის, შენ კი გადარჩი. შემთხვევითობით, თბილად გეხურა, როცა გარეთ ყინვებისას, კარდონის ფიცრულს თავს აფარებდა ტყუპი და-ძმა თოვლში მოსთქვამდნენ. ისე კი  გაგეფიქრა: დედა ძაღლი ძუძუმწოვარა ლეკვების ხროვით მთვარეს შეჰყმუის. ძლისპირი ცა ( ი ) ...

ფრთები და ხელები

Image
…ამოვა ხვალაც მზე... ნინო სადღობელაშვილის „ფრთები და ხელები” ჯოჯოხეთის კარი დარჩენიათ ღია, 26-ის დეკემბრისა, ნაღამეურ ბჭეებს შორის უკაცრიელად დარჩენილ ქალაქის მიწისქვეშეთში დაფეთებული ხან გასასვლელს მივაწყდები, ხანაც შესასვლელს. კარს აღარ აწერია, „ნუ მიეყრდნობით” და ორი შავ-შავი ბოშა – გიშრის ბეჭედთვლიანები, მელკიადესის მაგნიტივით უდაბურების ჩრდილიდან მიკვესებს თვალებს, აქეთ თეთრწვერა, წითელცხვირა ალკოჰოლიკს სძინავს და მაჯაზე, ხატების სამაჯური გულდაგულ დააჩნდა. -ჯოჯოხეთის კარი მოუღიათ; - გამაფიქრდა ანაზდად, თითქოს ცერებზე შემდგარ მამალს დაეყივლოს დილა-ბნელაზე და საიდანღაც, მთვარესავით ამოცურდა: ფრთები და ხელები, ფრთები და ხელები, ფრთები და ხელები.. სიტყვები ჰაერივით საჭირო იმწამს და ჩავისუნთქე. ნინოს პოეზიას რომ ვეხები, სულ ერთ სურათსა ვხედავ. მზით გაჩახჩახებულ მინდორზე, ჩამომსხდარან პაპები და ბებიები, თეთრები და ტკბილები. ამ ჩვენი გოგოს ლექსებსა ჰკითხულობენ, დაიმღერიან – ხანდახან ნატირალივით, ხანდახან საგალობლებივით, ხანდახან სადიდებელივით და ხანაც საქორწილო სიმ...

ჰრქუა მას იესუ: მასუ მე წყალი.

Image
ჰრქუა მას იესუ : მასუ მე წყალი . რადგან გეძებე და არ კი მნახე , გდევდი ფეხდაფეხ და ვერსად შეგხვდი . ბავშვობის დამშრალ მდინარეებთან , ჭალაკების მწვანე კორომთან , გველთა ბუდობის მხარესაც გაველ , ვინ იცის ,   მხარი აგექცა და იქ მეხილე . რადგან გეძებე სოფელს ამოსულ , მკვიდრთა შორის და არსად ჩანდი , გაკაჭული ვაზის ძირებში ჭირხლმოდებული მიწასავით, დავსევდიანდი . ავიკარი გუდა - ნაბადი , ჩამოცვენილი ხმელი ფოთლების წითელ - ყვითელი მოსასხამით გზას დავადექი . მდინარე, ცეცხლიც , ალვა და მთებიც , ოქროს ვაშლები და გველეშაპი , ხახვის ფურცლები , ძაფის გორგალი , დევები , ქაჯნი და ღვთისშვილები გზად გადამაწყდნენ, დედაწულიან აყრილიყვნენ დამუნჯებულნი , წამოსულიყვნენ ჩემს საძებნელად . ასე , ფასკუნჯთა შეჭრილი ფრთებით დასრულდა მოკლედ , ჩემი ზღაპარი . ოღონდაც , მაინც , რადგან , შენ მაინც , შენ მაინც სადმე , სხვასთან , წყაროსთან , მელოდე , როგორც მე დაგეძებდი . მახსენე , უკან გამოვბრუნდები ...

დამარხვა

Image
მმარხავს ეს მარხვა, დამარხვაა ჩემიც და შენიც, რადგან გარბიხარ, მემალები, და მიწოდებ ბელზებელკას, არადა, ასე, უფრო მეტად მე ვბოროტდები. მივდივარ სადღაც, უწონადო ქაჯთა მხარეში, სამხრეთის ქარი მიმაძინებს და მაჯადოებს. შენ სიწმინდისკენ იშვერ ხელებს, ამბობ დავმდაბლდი - მე უსულო ვარ, სიყვარული წითელ სუდარებს სახვევებად მთელ ტანზე მახვევს. ეს მარხვა, მმარხავს, დამარხვაა ასეთი ვნება. შენ ბელზებელკას მომწერ და წახვალ, მწუხრის ზარებზე პირჯვრის წერით, მეტანიებით, გინდა დამდაბლდე, რომ შობისას, იშვე თავიდან. გაიხსნილე, გელოდება ჩემი დამარხვა.

ზურგიდან

Image
სიშორის არსიდან, შემთხვევით ხავსიან ნაძვებთან  ავღმოჩნდი - ბებერი ქურუმების ქოროა, დუმილი. თმაზე ამეწება კევივით, ხეებს დაღარული  ჭრილობა. ზურგიდან. მოტრიალდი. დათვალე. იხილები და მიდიხარ. ამ ბაღში დამშრალი ლოცვებით, ერთად  არასოდეს ვყოფილვართ. ხმელი ხე ქურუმი ქალია – ქერქზე ამოტვიფრულ შენს სახელს სიცოცხლის რკალებად დაიმჩნევს, ტოტები ნესტიან მიწაზე წაკვეთილ კიდურებს მიუგავს. წლებია. ნაძვების რიტუალს მივყვებით. სიშორის არსიდან შენამდე – ერთი ამოსუნთქვაც ბევრია.

...აღმოსავლეთიდან მოგვები მიდიან...

აღმოსავლეთიდან მოგვები მიდიან, ნეკრესის გალავანს გაცდნენ, უკან მოიტოვეს მიდია. თვალებდახუჭული გამოჰყავს ქარავანი ვარსკვლავს და მისდევენ. მუცელმეზღაპრენი მურით და გუნდრუკით,   ოქროს საჩუქრებით ბაგაში შედიან. ქართული სიტყვებით ლოცავენ ახალშობილს ცეცხლით გამწმენდელნი, უძღვნიან თაყვანს  და ღამიანს ტოვებენ, ქალწულ-შვილიანს. ყრმანი გაჟლეტილნი, სამოთხის კარიბჭეში უკლებლივ შედიან. კერპების მეფეთა უძველეს ქალაქში, შუაგულ მოედანს ამოსდის აღთქმის ხე. აღმოსავლეთიდან აღმოსავლეთში  მოგვებს ჩამოყვება ბეთლემში ხოცვა და ბეთლემში შობავე. დარჩენილ გულთმისანს სიდონიაზე, -  მუცელი ეძრა, ირწმუნა მოგვების: იშვა მაცხოვარი. ტფილისის ციხის ათეშგა სალოცავის,  - უცეცხლოდ დაშრეტილა მისი ალი-კვალი. მცხეთას ჩაეწვეთა უბრალოს ნასისხლარი - კვართი წილნაყარი.

ქრისტეს ცრემლები

Image
იქნებ… თუმცა.. ან მაგრამ. რომელი ერთი, რა ვქნა. შორი მინდვრები, ჭალა და ხელოვნური ტბები. თევზი კობრია ფსკერზე, გვერდით ანკარას ბუდე. აკაციების ტყეში, ყოჩივარდების ქორწილს, ყვავები დამძახებენ, ფურისულების ცისკარს, დროსაც გასვლია ყავლი. წაბლის ხის სახურავზე, ჩამოცვენილა კომში. რომელი ერთი, რა ვქნა, იქნებ, თუმცა ან მაგრამ. უდაბურ მინდორს ვგავარ, შიგნით გამქრალი მიწით დაყუდებული ვდგავარ. ზაზუნები თუ ნახე, ან თხუნელები, თახვი, მდინარის წაღმა ნაპირს, დინებებს მიეც სული. გამოგძახებენ გზაზე, ნადირთა მფარველ ხმაზე. თხა-წვერ-ცანცარა, ოჩო-კოჩია  მალავს ბავშვის ნაფეხურთ. უძინარების ღამეს, ქალაქის ზოოპარკის ქორბუდა ლამაზ ირემს დავესიზმრე და ვიგრძენ: მისი ტყვეობის ბედით მარილიანი ცრემლი ჩემი თვალიდან ქრება.  ეს უგზოობის დღიდან, ყინულებიან მთიდან.  ვხედავ ჩამოვრჩი ხარებს, ბავშვობას სამოთხეში,  წყალგაღმით შუადღეში  ცალად ჩადგა და ოქროსფერ ცრემლებად გვიცქერს, მარადმცენარე.

audiencia

Image

ქალი ძაღლებით

ქალი ძაღლებით ღამ-ღამობით გამოდიოდა სურსათ-სანოვაგის შესაგროვებლად და ის, პირდაპირ დიდი ხნის განმავლობაში მზეზე გდებისაგან უვარგის, ნაგვის ბუნკერში მოსროლილი საკვებით ნაყრდებოდა. მაწანწალა ქალს სეზონის შეუფერებლად, ოდნაც უცნაურად ეცვა, თუ სხვა არაფერი ჰქონდა უცნაური, მაგრამ საბოლოოდ, იგი ამ თავისი გამორჩეული უცნაურობებით გახდა საცნაური. თბილი, ზამთრის დაძონძილი და ჩრჩილისგან ალაგ-ალაგ ამოჭმული პალტო მიწაზე მისთრევდა, ხოლო თავზე თოთხმეტკეცად შემოეხვა ჩალმას მსგავსად საშინაო ჭრელი ხალათი, სადაც ჩაივლიდა იმ ადგილას კილომეტრობით დასტოვებდა ხოლმე მძაღე სუნს და ღამის სიჩუმეში გატრუნულ, გაშეშებულ მასივს ეიფორიაში ტოვებდა. შავ პირ-სახესა და თვალების აღმოსავლურ ჭრილის მიხედვით ეს ადამიანი არა ადგილობრივ მკვიდრად შეგვეძლო ჩაგვეთვალა. ანუ არაამქალაქელად, არაქართველად. წამობურცული ზედა ტუჩი და პირის ღრუდან გამოჩრილი ზედა ჩამოშვებული კბილები გამომეტყველებას განწყობის დარად უცვლიდა და განსაკუთრებით, მისი სიარულის მანერა დაამახსოვრდებოდა გამვლელს, თუ ეს უკანასკნელი შეძლებდა და...

ჩემი მეორე წიგნი - დედის კერძი

Image
  მხატვარი - ქრისტინე რობაქიძე

ელექტროდეპო 2

Image
გავშეშდი . დღეს ადრე დაწექი . ბალღები ჩაქოლეს , მე მაგათი პატრონი დედები ..  - შუქი გვინდაა , შუქი მოგვეციი . გარე მხარე გაჩახჩახებულია , რამდენ ხანს ვიყოთ ბნელაში ?!    გონება გამინათდა . გამახსენდა ბიძაჩემის გეკო და ავტომატი , ახალ წელს მე და სოფოს რომ გვასროლინეს იქედან და მერე მთელი უბანი ამბობდა , ამათ სახლში ერთი ტანკი არ უყენიათო . შემოვბრუნდი , ჩანთა იატაკზე დავაგდე . წინ ბებიაჩემი გადამიდგა .  - ხელი არ ახლო , იცოდე .   სხვენზე ადი , _ დაამატა   და თვითონ გარეთ გავიდა .    ამ ღამეს შუქი არ მოვა . ადრე დაწექი . ჩემი ბრძანებით გაითიშა რაიონი , ჩემი გოგოები ვერ ნახავენ ამათ ჩაქოლილ პატარა ბიჭებს . *** ეზოში დიდი ბურბური იდგა . ხ ელები მაღლა აემართათ და სასოფლო - სამეურნეო იარაღი მოეღერებინათ , თითქოს სათიბში იდგნენ . განსაკუთრებით ჩვენი შორეული ნათესავი ნიკოია აქტიურობდა . სკოლაში პაპაჩემმა დაასაქმა , მევენახეობას ასწავლიდა ბავშვებს . იძახის , თქვენა შუქი გინ...