ავთენტურია
ამინდი იცვლება, მდინარეც მოდიდდა. აცივდა. რუკა აქვთ გაშლილი მოგზაურთ; ვიშ, დედი, ვიშ, ქა. - პასკა, პასკა ცხვი. ქალაქი დაფარა ღრუბლების, გაფანტულ ფარას ჰგავს. ვიშ დედი, ვიშ ქა. ცად. - პასკა, პასკა ცხვი. ბარაბა, ბარაბამ, ბარაბაას - ბრბო ჭექს და.. ბიჭები სამჭედლოს ქურასთან კაცებს ახალ ამბებს აცნობენ: მამილოო, უცნობი ცისთვალას ჭრილობთა ნაკვალევს გავყევით მალულად, ბილიკებს. ნაპირებს. ტროტუარს სისხლი ყვავილებად დაემჩნა. მჭედლების, ლურსმნებს რომ სჭედავენ - ხელები ჰაერში შეშდება. ალი ლუ ია - ცისთვალა, ცისთვალა, ცისთვალა, საათი ექვსია. დედაოო. ვიშ დედი, ვიშ ქაა. - უბრალოს თვალი მოვკარით. მითხარით - პასკა, პასკა ცხვი. შვილი დავკარგე ქალებო, აქეთ არ ჩამოუვლია?! გამო-ცხვა.